ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი

შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის. კონკურსი ცხადდება პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა (SIDA) და შვეიცარიის (SDC) მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანია გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებისათვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს: ლაგოდეხი, სიღნაღი, ახმეტა, თელავი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქობულეთი. 

წარმოდგენილი განაცხადი უნდა  მოიცავდეს შემუშავებულ საგანმანათლებლო აქტივობებს (აქტივობის მიზანი, აღწერა და შედეგი) და მათი განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ფოტო-ვიდეო მასალა (არაუმეტეს 5 წუთისა)). პროგრამა უნდა შედგებოდეს  თეორიული და პრაქტიკული სწავლებისგან და მოიცავდეს ჩამოთვლილი თემებიდან მინიმუმ ერთს:
● კლიმატის ცვლილება
● კლიმატის ცვილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება
● ნარჩენების მართვა
● კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა

კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად:
I ეტაპი - პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების წარდგენა (2 ოქტომბრამდე)
II ეტაპი - აქტივობების განხორციელება და წარდგენა (10 ნოემბრამდე)
III ეტაპი - გასაუბრება

განმცხადებლებმა სრული  განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@eiec.gov.ge  

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ - „შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი“

საკონტაქტო პირი: პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge,  მობ: 595958825).

 

საჯარო განხილვები