ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

,,მწვანე ჯილდოს” კონკურსის შესახებ ღია კარის დღე

,,მწვანე ჯილდოს” კონკურსის შესახებ ღია კარის დღე

,,მწვანე ჯილდოს” კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და დეტალების გაცნობის მიზნით, ბაღის პრაქტიკოსებისა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის გაიმართება ღია კარის დღე zoom-ის პლატფორმის საშუალებით:

•შეხვედრა საბავშვო ბაღების პრაქტიკოსებთან - 2024 წლის 6 თებერვალი, 16:00 სთ. შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/84887992004 Meeting ID: 848 8799 2004

•შეხვედრა დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან - 2024 წლის 7 თებერვალი, 16 სთ. შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/85836276653 Meeting ID: 858 3627 6653

კონკურსი ,,მწვანე ჯილდო” 2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგისა და მასწავლებლის გამოსავლენად ტარდება. 

კონკურსის მიზანი გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგების გაზიარება, აღმზრდელთა და მეთოდისტთა მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. 

დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმა განთავსებულია ცენტრის ვებ-გვერდზე: https://eiec.gov.ge/Ge/Competitions/47 

საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 მარტი. გამარჯვებული გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ნინო ტაბატაძე - განათლების პროექტების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  (ტელ.: +995 577 610 972; ელ.ფოსტა: nino.tabatadze@eiec.gov.ge). 

საჯარო განხილვები