ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხვანდირზე შპს „მემული ჰესის“ 11.01 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (მემული ჰესის) მშენებლობა და ექსპლუატაცია

სამეგრელო და ზემო სვანეთი, მესტია, სოფ. ყარი, მესტიის მუნიციპალიტეტი, ჭუბერის თემი, სოფ. ყარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხვანდირზე შპს „მემული ჰესის“ 11.01 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (მემული ჰესის) მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2023 წლის 12 ოქტომბერი, 17:00 საათი, მესტიის მუნიციპალიტეტი, ჭუბერის თემი, სოფ. ყარი, ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის შენობა

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.


საჯარო განხილვა გაუქმებულია!!!