ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქ. ჭიათურაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს (მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკა) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში

იმერეთი, ჭიათურა, სოფ. ზოდი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზოდი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქ. ჭიათურაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს (მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკა) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - http://ei.gov.ge/ka/info/1a73e260-4166-4a57-bf32-3ad016a37a31

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 

2023 წლის 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში

2023 წლის 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოდის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.