ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში შპს „ჯასთ ფროდაქშენის“ ასფალტის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია

ქვემო ქართლი, გარდაბანი, სოფ. ნორიო, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ ნორიო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

გარდაბნის მუნიციპალიტეტში შპს „ჯასთ ფროდაქშენის“ ასფალტის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/a66c5baf-758a-442d-829d-287a83375413    

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 

2024 წლის 22 აპრილს 13:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.