სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა L’Institut Agro Montpellier-ის (საფრანგეთი) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა L’Institut Agro Montpellier-ის (საფრანგეთი) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას:
საერთაშორისო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის (მათ შორის, ცნობილი Vinifera Euromaster-ის ფარგლებში)
სტუდენტთა გაცვლითი და მობილობის პროგრამები
მოკლევადიანი სასწავლო კურსები, ტრენინგები და საზაფხულო სკოლები
სამომავლო აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავება
ცენტრს ეწვივნენ აგრარული და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს წამყვანი ფრანგი ექსპერტები: Patrice Lallemand - აგრონომი, ენოლოგი და Montpellier SupAgro-ს წარმომადგენელი; Dr. Aurélie Roland - Institut Agro Montpellier-ის ასოცირებული პროფესორი და Vinifera Euromaster-ის სამეცნიერო დირექტორი; Prof. Laurent Torregrosa - Institut Agro Montpellier-ის პროფესორი ვაზის ბიოლოგიის მიმართულებით და Pole Vigne et Vin IAM-ის დირექტორი.
გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტების მხარდაჭერა ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფრანგულ მხარდაჭერასა და ევროპულ გამოცდილებასთან ზიარება მნიშვნელოვნად შეწყობს ხელს დარგის გაძლიერებასა და მომავალი თაობის პროფესიონალების აღზრდას საქართველოში

მიმდინარე სიახლეები

სრულად ნახვა