სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

NAP პროექტის ფარგლებში კლიმატის ცვლილების სამომავლო სცენარების განხილვის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

NAP პროექტის ფარგლებში კლიმატის ცვლილების სამომავლო სცენარების განხილვის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 3 ნოემბერს, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) პროექტის ფარგლებში, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა თემაზე - „საქართველოში კლიმატის ცვლილების სამომავლო სცენარები“.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კლიმატის ცვლილების სამომავლო სცენარების მნიშვნელობის განხილვა, მათი გამოყენების შესაძლებლობების წარმოჩენა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებისა და საჭიროებების გაზიარება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული სახელმწიფო უწყებებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები, მათ შორის, გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) შესაბამისი დეპარტამენტების, სამინისტროებისა და სექტორული სამუშაო ჯგუფების წევრები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილების სამომავლო სცენარების მნიშვნელობაზე კლიმატური რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების, სექტორული პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღნიშნული სცენარების გამოყენების მნიშვნელობას ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვისას, ვინაიდან ისინი ქმნის საფუძველს მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებებისა და მათთან დაკავშირებული რისკების წინასწარი შეფასებისთვის.
პროექტი „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერითა და მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) დაფინანსებით.


მიმდინარე სიახლეები

სრულად ნახვა