Video call Online help

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Environmental Information and Education Centre Environmental Information and Education Centre

ქარ
Adapted for people with disabilities

Announcements

საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კომპეტენცია გახდა

საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კომპეტენცია გახდა

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ (2023 წლის 22 თებერვლის საქართველოს კანონი №1445-VIIIმს-Xმპ)  შეტანილი ცვლილებით, კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კომპეტენცია გახდა.  

კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2023 წლის 1 ივლისიდან, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე წარმოებებისა და საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, ასევე, გზშ-ის/სგშ-ის  სფეროში გამოცემული გადაწყვეტილებები სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოქვეყნდება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე http://ei.gov.ge/ 

საჯარო განხილვებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს:
ტელ: (+995 322) 112023
ელ-ფოსტა: PH@EIEC.GOV.GE 
მის: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებულ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
მის: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34
ელ-ფოსტა: EIA@MEPA.GOV.GE

Public hearings archive