Video call Online help

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Environmental Information and Education Centre Environmental Information and Education Centre

ქარ
Adapted for people with disabilities

News

ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის ექსპერტთა შეხვედრა

ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის ექსპერტთა შეხვედრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის” ფარგლებში ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, მიზნად ისახავდა ექსპერტთა მიერ შემუშავებული ანგარიშის სამუშაო ვარიანტის წარდგენასა და განხილვას. 

პროექტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. ის მიზანად ისახავს  მაღალი ხარისხის, მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს, ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების აიჩი  მიზნების (Aichi Biodiversity Targets) მიღწევის ანგარიშგებას.

Public hearings archive