Video call Online help

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Environmental Information and Education Centre Environmental Information and Education Centre

eng
Adapted for people with disabilities

News

სტუდენტთა კონფერენცია და ეკოტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

სტუდენტთა კონფერენცია და ეკოტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და ორგანიზაცია „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა სტუდენტთა კონფერენცია - ,,ახალგაზრდები გარემოსთვის“.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და ორგანიზაცია „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა სტუდენტთა კონფერენცია - ,,ახალგაზრდები გარემოსთვის“. მასში მონაწილოება მიიღო სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულების 20-მა სტუდენტმა. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და საკუთარი ხედვა გარემო დაცვის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით. კონფერენციის ბოლოს მოეწყო ეკოტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. სტუდენტებმა დალაშქრეს ,,ბუნების შემეცნებითი ბილიკი“ და ,,როჭოს ბილიკი“, გაეცნენ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებას და ისარგებლეს იქ არსებული ეკოტურისტული სერვისებით. კონფერენციის მიზანია სტუდენტების გარემოსდავითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.

Public hearings archive