Video call Online help

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Environmental Information and Education Centre Environmental Information and Education Centre

ქარ
Adapted for people with disabilities

News

საჯარო ლექცია/სემინარები სკოლის მოსწავლეებისთვის

საჯარო ლექცია/სემინარები სკოლის მოსწავლეებისთვის

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში რეგულარულად ტარდება საჯარო ლექცია/სემინარები გარემოსდაცვით თემებზე. 

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში რეგულარულად ტარდება საჯარო ლექცია/სემინარები გარემოსდაცვით თემებზე. 28 მაისს ქ. თბილისის ახალი ქართული გიმნაზიის აღსაზრდელებმა მოისმინეს სემინარი დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის თემატიკით, მოსწავლეები ასევე გაეცნენ ადამიანის უფლებებს გარემოს დაცვის სფეროში. სემინარების მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს.

Public hearings archive