Video call Online help

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Environmental Information and Education Centre Environmental Information and Education Centre

ქარ
Adapted for people with disabilities

News

მოსწავლეებისთვის ტრენინგი „კლიმატის ცვლილება და კატასტროფების რისკის შემცირება”  ჩატარდა

მოსწავლეებისთვის ტრენინგი „კლიმატის ცვლილება და კატასტროფების რისკის შემცირება” ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა, პროექტის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში’’  ფარგლებში, ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) საჯარო სკოლების VIII-IX კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგები ჩაატარეს.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა განსხვავებაა ბუნებრივ მოვლენასა და კატასტროფას შორის, გაეცნენ კატასტროფის მართვის ფაზებს.

აღნიშნული ტრენინგების მიზანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და რეაგირების წესების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობებით და ჯგუფური სამუშაოებით.

ტრენინგმოდული საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების თანადაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში’’ ფარგლებში შემუშავდა.

Public hearings archive