Video call Online help

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Environmental Information and Education Centre Environmental Information and Education Centre

ქარ
Adapted for people with disabilities

News

საჯარო სკოლის დირექტორებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის შესახებ ტრენინგები ჩატარდა

საჯარო სკოლის დირექტორებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის შესახებ ტრენინგები ჩატარდა

სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა მსოფლიოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის ზრდის ფაქტორებთან, საქართველოსთვის დამახასიათებელ  სტიქიური მოვლენებთან და საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ტრენინგები პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

Public hearings archive