Video call Online help

Environmental Information and Education Centre Environmental Information and Education Centre

ქარ
Adapted for people with disabilities

Training courses / programs

მწვანე ეკონომიკის ელექტრონული კურსი

მწვანე ეკონომიკის ელექტრონული კურსი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში, ყველა მსურველს, სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსს.

საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 ქართულენოვანი მოდული, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის - სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, კერძო სექტორისთვის, ასევე, გარემოსდაცვითი მმართველების, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის.

ელექტრონული კურსი მოიცავს:

✅ ინტერაქტიულ გაკვეთილებს
✅ ქვიზებს
✅ კითხვარებს

კურსის ფარგლებში ყველა ეტაპის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია. 
მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია სანდრო კობალაძე  - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი. (მობ: 598711555; ელ-ფოსტა Sandro.kobaladze@eiec.gov.ge 

იხილეთ თანდართული ბროშურა: https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/7075/

 

   

Public hearings