ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

საჯარო განხილვა “არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” და “ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ონლაინ ფორმატში

“არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” და “ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებათა პროექტების საჯარო განხილვა გაიმართება 2022 წლის 1 ივლისს, 11:00 საათზე. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა კანონპროექტები “ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” და  „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილება გულისხმობს, ერთი მხრივ, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გაუქმებას და მეორე მხრივ, არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებას ვაშლობისა და ხორხების ხეობებისთვის და აგრეთვე, ზემოხსენებული მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების შედეგად.

არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოების შესაძლებლობის საკითხი ისევე, როგორც ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი ტერიტორიის დაცვითი კატეგორიის ამაღლების საკითხი შეთანხმდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან და სხვა უწყებებთან. 

დაინტერესებულ პირებს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ ZOOM პლატფორმის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/84495837142 

გამოქვეყნებული კანონპროექტების შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების  წარდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Teona.Karchava@mepa.gov.ge; mariam.macharashvili@mepa.gov.ge