ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „დიემენ ვინდის“ მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 50.4 მვტ სიმძლავრის „ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის“, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის, 110 კვ ქვესადგურის და 110 კვ მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია

იმერეთი, თერჯოლა, სოფ. ნახშირღელე, სოფ. ნახშირღელეს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „დიემენ ვინდის“ მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 50.4 მვტ სიმძლავრის „ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის“, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის, 110 კვ ქვესადგურის და 110 კვ მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 22 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/12bf9303-b244-48ba-80f5-5ecd1ad8b2f6  

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

• 2025 წლის 19 მაისს, 16:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ნახშირღელეს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 20 მაისს, 11:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. სოფ ნაგარევის საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.