2013 წლის 14 მაისს დაარსდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომლის ძირითადი მიზნებია:
ცენტრის საქმიანობა ეფუძნება “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის” შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციის (ორჰუსის კონვენციის) პრინციპებსა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE)" განათლება მდგრადი განვითარებისთვის" სტრატეგიის ხედვებსა და მიმართულებებს.
ცენტრი ხელს უწყობს მდგრად განვითარებას გარემოს კომპონენტებთან დაკავშირებული განათლებისა და სრულყოფილ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „პროფესიულ განათლებაში განსაკუთრებული მიღწევისთვის ჯილდოს” (VET Excellence Award) მფლობელია! გამარჯვებული პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ევროკომისიის მიერ ორგანიზებული „ევროპის პროფესიული უნარების კვირეული 2022“-ის ფარგლებში, ხმის საჯარო მიცემის შედეგად გამოვლინდა.