გარემოსდაცვითი და აგრარული დღეების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვედზე ან facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
გარემოსდაცვითი და აგრარული დღეების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვედზე ან facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვედზე ან facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდის საშუალებით. ველში - "მოითხოვე საჯარო ინფორმაცია" განაცხადის ფორმის შევსებისა და შევსებული ფაილის ვებგვერდზე ატვირთვის შემდეგ თქვენი განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირდება და განსაზღვრული ვადებისა და კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლი), კომპეტენციის ფარგლებში, გამოგეგზავნებათ განაცხადის ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
გამოცდის ჩაბარების მსურველები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს (ანა მანჯავიძე მობ:555 233 536; ელ.ფოსტა: Ana.manjavidze@eiec.gov.ge) და ჩაეწერონ გამოცდის ჩასაბარებლად.
სერტიფიცირებისთვის გამოცდაზე გასვლის ღირებულება შეადგენს 50.00 ლარს.
სერტიფიკატის მოქმედების ვადა არის 3 წელი.
გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ელექტრონული ტესტირების მეთოდით.
ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვედზე ან მოგვწერეთ facebook-ის ოფიციალური გვერდის პირად შეტყობინებაში.
ტრენინგი არის უფასო და არის 20-საათიანი.
ტრენინგის გავლა შეუძლია საჯარო სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, ვინც ასწავლის დაწყებით საფეხურზე (1-6 კლასი).
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ გიღიარდებათ 20 საათი.
სახელმძღვანელოს მიღება შესაძლებელია ტრენინგის წარმატებით დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის.: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #6).
შეგიძლიათ განმეორებით დაესწროთ ტრენინგებს. ამისათვის საჭიროა, ხელახლა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე ან მოგვწეროთ facebook-ის ოფიციალური გვერდის პირად შეტყობინებაში.
იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან უნდა დააკმაყოფილოს სატრენინგო შეფასების კომპონენტები და გადალახოს მინიმალური ზღვარი. სატრენინგო შეფასება შედგება ორი კომპონენტისგან: ტრენინგზე დასწრება და სესიებში აქტიური მონაწილეობა (მაქსიმალური ზღვარი - 20 საათი და მინიმალური ზღვარი - 15 საათი) და წერილობითი დავალება (მაქსიმალური ზღვარი - 30 ქულა და მინიმალური ზღვარი - 15 ქულა).
ამ ეტაპზე ტრენინგი ტარდება მხოლოდ საჯარო სკოლებისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღების აღმზრდელებსა და მეთოდისტებს.
განაცხადების მიღება სრულდება 2022 წლის 20 მარტს.
არა. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 2022 წლის 20 მარტამდე გამოგვიგზავნოთ სრულად შევსებული საკონკურსო განაცხადის შესაბამისი ფორმა.
აუცილებელი არ არის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პედაგოგებსა და აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგი.
დიახ, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პედაგოგსა და აღმზრდელს/მეთოდისტს, რომელიც დასაქმებლია სკოლამდელი აღზრდის ან ზოგადსაგანმანათლებლო (დაწყებითი საფეხურის (1-6 კლ.) დაწესებულებაში.
კურსი 5 დღიანია. ლექციები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (25 საათი საკონტაქტო საათი), 9:30-14:30 საათამდე. მომდევნო ორშაბათს იმართება ტესტირება.
დისტანციური კურსის ღირებულება შეადგენს 460.50 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო პირისპირ ჩატარების შემთხვევაში მისი ღირებულებაა 560,50 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
ტრენინგებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
არა, ტრენინგები სრულიად უფასოა.