გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურის მიმდინარე საქმიანობისა და ქ. ფოთში 110 კვ ქვესადგურისა და 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ელექტროგადამცემი ხაზი „ჭალადიდის“ გაორჯაჭვიანება) პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 13 ივნისის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33985
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 24 მაისს, 16:00 საათზე. მისამართი: ფოთის მე-11 საჯარო სკოლის შენობა, შავი ზღვის ქ. №6.