გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
სს „ვინდ ფაუერის“ 210 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურისა და 220 კვ ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/787
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2022 წლის 11 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დირბის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
2. 2022 წლის 11 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ბრეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
3. 2022 წლის 12 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
4. 2022 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, მისამართი: გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.