ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

LEADER/CLLD მიდგომაზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის საჯარო განხილვა

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ZOOM პლატფორმის საშუალებით

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავდა LEADER/CLLD მიდგომაზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა, რომლის საჯარო (ონლაინ) განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის 30 ნოემბერს 14:00 სთ.ზე

LEADER/CLLD მიდგომაზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2022 წლის 28 ნოემბრისა. აღნიშნულ საკითხზე საკონტაქტო პირია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი - მარიამ გაიმარჯვაშვილი Mariam.Gaimarjvashvili@mepa.gov.ge.

საჯარო განხილვაში მონაწილეობა შესაძლებელია ZOOM პლატფორმის საშუალებით, შემდეგ ბმულზე: https://us06web.zoom.us/j/89499464698  Meeting ID: 894 9946 4698

LEADER-CLLD მიდგომაზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იგეგმება 2023 წლიდან. პროგრამის მიზანია სოფლად სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩართულობით, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობების ხელშესაწყობად ადგილობრივად მეწარმეობის განვითარებას, გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების მხარდაჭერას, ბუნებრივი რესურსების ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობას.

პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.