ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის „ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის მონაკვეთის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე უბნის (ლოტი N5) მშენებლობა და ექსპლუატაცია

ქვემო ქართლი, გარდაბანი, სოფ. ყარათაქლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფ. ყარათაკლია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის „ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის მონაკვეთის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე უბნის (ლოტი N5) მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/ka/info/c23fb7ed-d907-4ad9-b001-f308793c9525  

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება:

2024 წლის 10 აპრილს 12:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვების კულტურის სახლის შენობაში

2024 წლის 11 აპრილს 12:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარაჯალარის საჯარო სკოლის შენობაში 

2024 წლის 11 აპრილს 15:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარათაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.