გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის“ მიერ 50 მგვტ სიმძლავრის „ზესტაფონის“ ქარის ელექტროსადგურის, 110 კვ ძაბვის ქვესადგურის და ქარის ტურბინების ქვესადგურთან დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/%E2%80%A6/92ef4e45-7dc3-4648-960d-f4c4d735b4f6
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საჯარო განხილვები გაუქმებულია !!!