ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შპს „მშენებელი 2020“-ის სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (სამსხვრევ-დამხარისხებელი) საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (ასფალტისა და ბლოკის საწარმოო ხაზების დამატება)

სამეგრელო და ზემო სვანეთი, ზუგდიდი, სოფ. ჯუმი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ ჯუმი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შპს „მშენებელი 2020“-ის  სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (სამსხვრევ-დამხარისხებელი) საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება  (ასფალტისა და ბლოკის საწარმოო ხაზების დამატება)  

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/ka/info/3f504db1-778e-4a9c-a6f2-a89b422392ba  

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2024 წლის 24 აპრილს 15:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯუმის საბავშვო ბაღის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.