ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხადას ხეობის განაშენიანების გეგმის კონცეფცია

მცხეთა-მთიანეთი, დუშეთი, ქ. დუშეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს:

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხადას ხეობის განაშენიანების გეგმის კონცეფცია

დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/ka/info/d2d1cfb1-937d-424e-8255-b28c1bab646d 

 
დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2024 წლის 13 მაისს 13:00 საათზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: რუსთაველის ქ. N27)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.