გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
სს „რუსთავის აზოტის“ 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნებიდა მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/eb75216f-c728-4a37-bb74-22937ca520e7
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდება:
• 2024 წლის 19 აპრილს 12:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 19 აპრილს 15:00 საათზე ქ. რუსთავის მერიის შენობაში (მის: კოსტავას ქ. N20) შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.