ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, შპს „ეტალონის“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ტორფის) ღია კარიერული წესით მოპოვება

სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდა, სოფ. ეშტია, სოფ. ეშტიას კულტურის სახლის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, შპს „ეტალონის“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ტორფის) ღია კარიერული წესით მოპოვება

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 15 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/c8c5e143-ed6a-492c-a241-dc30e7fa2456

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

2024 წლის 27 ივნისი, 13:00 საათი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. განძის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა 
2024 წლის 27 ივნისი, 16:00 საათი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ეშტიას კულტურის სახლის შენობა

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.