გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
ქ. თბილისში, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ 3320 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 24 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/…/7a0b1262-1ca3-457f-b173-4977a5e3f21d
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
2024 წლის 9 ივლისი, 12:00 საათი, გლდანის რაიონის გამგეობის შენობა (მის.: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1გ)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.