ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

„ლაჯანური-წყალტუბოს“ 500 კვ ერთჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტი

იმერეთი, წყალტუბო, სოფ. ოფურჩხეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ოფურჩხეთის ბიბლიოთეკის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
„ლაჯანური-წყალტუბოს“ 500 კვ ერთჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის  გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 26 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - : https://ei.gov.ge/ka/info/31d1acdf-3865-45d5-a1af-2b4209e73bc3   

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

  • 2024 წლის 24 ივნისი, 12:30 საათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გუმბრას  ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2024 წლის 24  ივნისი, 16:30 საათი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯვარისას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2024 წლის 25 ივნისი, 11:00 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ოფურჩხეთის  ბიბლიოთეკის შენობა
  • 2024 წლის 25 ივნისი, 15:00 საათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. დღნორისას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა 

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.