გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ვენტო ენერჯის“ მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ბრეთთან, 43.75 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის, 110 კვ ქვესადგურის და 110 კვ მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 1 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/7357b40e-acce-44d3-b98f-1500c433fd64
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 28 ივნისი, 12:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ბრეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2024 წლის 28 ივნისი, 15:30 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ფცას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.