გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 11 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - : https://ei.gov.ge/ka/info/f153088c-4506-4680-a5ad-64bcb4a2a1aa
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 8 ივლისი, 11:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
• 2024 წლის 8 ივლისი, 14:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: გრიგოლ ფერაძის N5)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.