გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
რუსთავის მუნიციპალიტეტში შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/702dd189-a769-4e5e-8ae3-9646dcf930bb
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 30 ივლისი, 12:00 საათი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: კოსტავას გამზირი N20)
• 2024 წლის 30 ივლისი, 15:00 საათი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. თაზაქენდის საჯარო სკოლის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.