გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
რუსთავის მუნიციპალიტეტში შპს „მეგა ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/bab701df-daa0-40db-ae0a-b815c75c562f
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 29 ივლისი, 12:00 საათი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: კოსტავას გამზირი N20)
• 2024 წლის 29 ივლისი, 15:00 საათი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. თაზაქენდის საჯარო სკოლის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.