გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „ნოვა ფიქსის” მიერ პლასტიკური მასალის წარმოებისა და ნარჩენების აღდგენის საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/01b7a8ca-e292-4842-ad87-d57958017044
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 13 სექტემბერი, 12:00 საათი, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის შენობა (მის: დ. გურამიშვილის გამზ. N25)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.