გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „პარვუს ბასრას“ მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბჟუჟას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების („ბასრა 1“, „ბასრა 2“, ,,ბასრა 3“ და ,,ბასრა 4“) ექსპლუატაციის (სიმძლავრეების გაზრდა), 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/612bcd60-8c63-41b8-ad0a-c8afff2b03ee
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 26 სექტემბერი, 15:00 საათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი,სოფ. შემოქმედის საჯარო სკოლის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.