გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის მონაკვეთის აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი N4) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: : https://ei.gov.ge/ka/info/b86f4ac7-8229-4d44-b693-32fbeee91ac4
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 13 სექტემბერი, 12:00 საათი, სსიპ ქ. თბილისის N217 საჯარო სკოლა (მის.: თბილისი, დიდი ლილო, არჩილ მეფის ქ. 5)
• 2024 წლის 13 სექტემბერი, 15:00 საათი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.