გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მიერ მდ. სუფსაზე 15 მგვტ დადგმული სიმძლავრის „სურები 2 ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/56ed75c7-15eb-48f9-a8b5-f1999ac7effc
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2024 წლის 16 სექტემბერს, 16:00 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო სურების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.