გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
ხობის მუნიციპალიტეტში შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/a2122c4c-e841-4ea5-8aae-1125af2f6139
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის, ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლის შენობაში (მის.: ყულევი, იმედის ქუჩა N180)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.