ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

კასპის მუნიციპალიტეტში შპს „ფემილი ფარმის“ მესაქონლეობის ფერმისა და სამელიორაციო სისტემის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შიდა ქართლი, კასპი, სოფ. კავთისხევი, სოფ. კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

კასპის მუნიციპალიტეტში შპს „ფემილი ფარმის“ მესაქონლეობის ფერმისა და სამელიორაციო სისტემის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/e8f11134-6519-48c1-8849-47cb4fac1936

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

• 2024 წლის 18 ოქტომბერს 12:00 საათზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.