ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს ,,ეკოვილსის“ მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნარჩენების აღდგენის (საბურავების გადამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია

ქვემო ქართლი, გარდაბანი, სოფ. აღთაქლა, სოფ. აღთაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს ,,ეკოვილსის“ მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნარჩენების აღდგენის (საბურავების გადამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/ea80ad4d-aca7-4e87-8ca2-d09bd8cc1f93

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

2024 წლის 3 ოქტომბერს 12:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. აღთაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.