ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ღუნჯა ჰესის“ მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5.5 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ღუნჯა ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის და 35 კვ ძაბვის ეგხ-ის გაყვანის პროექტი

სამეგრელო და ზემო სვანეთი, ჩხოროწყუ, სოფ. მუხური, მუხურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „ღუნჯა ჰესის“ მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5.5 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ღუნჯა ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის და 35 კვ ძაბვის ეგხ-ის გაყვანის პროექტი 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/6e2c703d-8f07-4c2d-b86a-daf3bc4e2cca

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

2024 წლის 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.