ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს ,,პირველის“ მიერ გორის მუნიციპალიტეტში, 112.5 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და 35/110/220 კვ ქვესადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია

შიდა ქართლი, გორი, სოფ. ქვახვრელი, სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს ,,პირველის“ მიერ გორის მუნიციპალიტეტში, 112.5 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და 35/110/220 კვ ქვესადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/7e63287e-f0b3-4f5d-ad45-026fc1034970

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

• 2024 წლის 10 დეკემბერს 12:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. შავშვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 
• 2024 წლის 10 დეკემბერს 14:30 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეღდულეთის რიტუალების სახლის შენობა 
• 2024 წლის 11 დეკემბერს 13:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბერბუკის საჯარო სკოლის შენობაში 
• 2024 წლის 11 დეკემბერს, 15:30 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.