ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ჰიდრო პ. ჯორჯიას“ მიერ ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე 7 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ასპინძა ჰესის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

სამცხე-ჯავახეთი, ასპინძა, სოფ. ხიზაბავრა, სოფ. ხიზაბავრას კულტურის სახლის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „ჰიდრო პ. ჯორჯიას“ მიერ ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე 7 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ასპინძა ჰესის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/a457f9e3-8d47-498e-ab72-09b801683ab1 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

• 2024 წლის 10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. დაბა ასპინძის კულტურის სახლის შენობაში
• 2024 წლის 10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ივერიის საჯარო სკოლის შენობაში
• 2024 წლის 11 დეკემბერს, 12:00 საათზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიზაბავრას კულტურის სახლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.