გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს:
გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 17 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/5a45f807-afd7-4409-9f74-9aa9618e5675
დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2025 წლის 7 მარტს, 14:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოშური, სასტუმრო „სოლო გრანდში“
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.