გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „ვენტო ენერჯის“ მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ბრეთთან, 43.75 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის, 110 კვ ქვესადგურის და 110 კვ მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 24 მარტის ჩათვლით ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/7357b40e-acce-44d3-b98f-1500c433fd64
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 10 მარტს, 12:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ბრეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 10 მარტს, 15:30 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ფცას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.