გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს:
ქ. ბათუმში, ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/3f017432-6725-4575-b7c2-b575ff2caa28
დაგეგმილი საქმიანობის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
• 2025 წლის 20 მარტი, 15:00 საათი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: ქალაქი ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. 25)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.