ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თბილისის ბაღების წარმომადგენლებს, ცენტრის თანამშრომლებმა სახელმძღვანელო ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება'' გააცნეს

თბილისის ბაღების წარმომადგენლებს, ცენტრის თანამშრომლებმა სახელმძღვანელო ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება'' გააცნეს

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ტრენინგების მე-2 ეტაპი გაიმართა. თბილისის ბაღების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა განახლებული სახელმძღვანელო გააცნეს და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციაც მიაწოდეს.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შემუშავდა და მისი დანერგვა ამავე წელს სწორედ თბილისიდან დაიწყო. განახლებული სახელმძღვანელო, რომელიც ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და ბაღების გაერთიანების დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ მიმართეს და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე ესაუბრნენ.

სახელმძღვანელო მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგა და ყველა მუნიციპალიტეტში 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადდა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

საჯარო განხილვები