ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროექტი “მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“

პროექტი “მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“

2019 წლის 2 ოქტომბერს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე მარიამ მათიაშვილი პროექტში “მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ მონაწილეობის მსურველ პედაგოგებს შეხვდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც  მათ ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ინიცირებულ პროექტს „მსოფლის უდიდესი გაკვეთილი (The world’s Largest Lesson), რომელიც გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას სკოლებში მოსწავლეთათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობის მიზნით.

მსოფლიოს მასშტაბური გაკვეთილი მოსწავლეებს არამარტო აცნობს მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს, არამედ ხელს უწყობს სხვადასხვა კომპეტენციის (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებაში. 

2019 წელს ღონისძიებები სკოლებში 23 სექტემბრიდან დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი “World’s largest lesson” ემთხვევა ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის 30-ე წლისთავს, რომელიც 2019 წლის 20 ნოემბერს აღინიშნება.  ორგანიზატორების მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს საქართველოს მხრიდან კონვენციის, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის აღიარებას.

წელს პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით განახორციელებს.

საჯარო განხილვები