ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგი ფერმერებისთვის ახმეტაში

ტრენინგი ფერმერებისთვის ახმეტაში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ახმეტის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს პროექტის - "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" ფარგლებში ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა”. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ნიადაგის დეგრადაციის კუთხით არსებულ პრობლემებზე, მიწის მდგრადი მართვის თანამედროვე და ეფექტურ გზებსა და მეთოდებზე. ასევე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესრულების მექანიზმების თაობაზე.

პროექტი "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

 

საჯარო განხილვები