ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა პროექტ „გადაARTმუშავეს“ მონაწილეებთან

შეხვედრა პროექტ „გადაARTმუშავეს“ მონაწილეებთან

პროექტის „გადაARTმუშავე“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციიისა და განათლების ცენტრის თანამშრომლების მონაწილეობით, ლისის ტბაზე, 7-დან 11 წლამდე მოზარდებისთვის გაიმართა ღონისძიება გარემოსდაცვით პრობლემებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ნარჩენებით დაბინძურების უარყოფითი შედეგების შესახებ. ცენტრის თამნამშრომელმა ინტერაქტიული თამაშებით აუხსნა ბავშვებს ნარჩენების „სასიცოცხლო ციკლი“ და ექსპერიმენტის მეშვეობით აჩვენა, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს შეამციროს ნარჩენი დახარისხებისა თუ ხელახალი გამოყენების გზით. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა ნარჩენებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს და მათგან პრაქტიკული ნივთები შექმნეს.

პროექტი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და CENN-ის WMTR II პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებათა მართვის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით განხორციელდა.

საჯარო განხილვები